პროექტის სახელი: ინგლისური ენის ისტორია

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ინგლისის ქვეყანას, ე.წ . დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს. შეისწავლიან ინგლისური ენის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, ქვეყნის მდებარეობას რუკაზე, დედაქალაქს, ეროვნულ დროშას, გერბს. მოძებნიან ისეთ სიტყვებს რომლებსაც საერთო მნიშვნელობა და გამოთქმა აქვთ ინგლისურად,ქართულად და რუსულად (ტერმინოლოგია,ტექნიკური სიტყვები და სხვა.).
მონაწილეთა ასაკი/კლასი: 11 წელი. VI კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გააცნონ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ინგლისი, ეგრეთწოდებული დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ინგლისური ენის ისტორია,თუ რა განვითარების საფეხურები გამოიარა ინგლისურ ენამ.დაეხმარებიან მათ ინფორმაციის მოძიებაში.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტში ჩანს შემდეგ საგნებთან ინტეგრირება: ინგლისური - , ისტორია და ი.ს.ტ.
მოსწავლეები თავად მოიძიებენ ისტორიის სახელმძღვანელოში ან ინტერნეტის საშუალებით ინგლისის შესახებ იმფორმაციას. ასევე გეოგრაფიაშიც, გაგვაცნობენ მის მდებარეობას რუკაზე და სხვა საჭირო მასალებს, ხოლო რუსულში მოახდენენ შედარებას ისეთ სიტყვებთან, რომლებსაც ერთნაირი გამოთქმა ექნებათ ინგლისურად და ქართულად (ტერმინოლოგია, ტექნიკური სიტყვები და სხვა.) ამ ყველაფერს მოსწავლეები გადმოგვცემენ ინგლისურ ენაზე, რაც ძალიან დაეხმარებათ მათ მეტყველების უნარ–ჩვევის და ლექსიკის განვითარებაში. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.